მეორე ფრონტის გახსნა არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია, არ მოუსმინოთ – ბორელი

,,ეს არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია”- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე,  “მეორე ფრონტის გახსნასთან” დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ”შეშლილობა იქნება, რომ ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა. ”

,,თქვენ ბრძანეთ მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე, ამაზე პასუხი მარტივია. ეს არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. შეშლილობა იქნება, რომ ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა. არ მოუსმინოთ. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ესეთი ხმები, მცდარი ხმები ვრცელდება. იმიტომ, რომ ეს ქმნის პრობლემას. ხალხის მოსაწამლად ხდება ეს ყველაფერი, რომ გზავნილები შეილახოს, რომ უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. რუსული პროპაგანდა არის ძალიან ინტენსიური ქვეყანაში და ასეთი მიმართულებით მათ თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში”, – განაცხადა ბორელმა.

მსგავსი თემები