დააკავეს წყვილი, რომელმაც შვილი ვედროში დაახრჩო და ეზოში დამარხა

რუსეთში ტამბოვის რაიონში, ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცოლ-ქმარი დააკავეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონალური სუს პრესსამსახურის ცნობით, მკვლელობა ჯერ კიდევ 2017 წელს მოხდა, მაგრამ ბავშვის ნეშტი მხოლოდ მიმდინარე წლის აგვისტოში იპოვეს.

,,დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი 37 წლის მამაკაცისა და მისი ყოფილი 31 წლის ცოლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „ზ“ ქვეპუნქტებით. რუსეთის ფედერაციის (არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით)“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გამომძიებლების ინფორმაციით, 2017 წლის ზაფხულში, სოფელ ბოკინოში ყოფნისას ქალმა ბიჭი გააჩინა. ამავდროულად, ქმარმა უარი თქვა ბავშვის მიღებაზე, რადგან ის მისგან არ იყო. შედეგად, ეჭვმიტანილებმა გადაწყვიტეს ბავშვის დახრჩობა (სავარაუდოდ ვედროში) და შემდეგ ტერიტორიაზე დაკრძალვა.

მსგავსი თემები