კოლუმბიაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კოლუმბიაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიწისძვრის სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდას მიაღწია.

მედიის ცნობით, თავდაპირველ მიწისძვრას რამდენიმე წუთის შემდეგ ბიძგები მოჰყვა. კოლუმბიის ეროვნულმა გეოლოგიურმა სამსახურმა მეორე მიწისძვრა 5.6 მაგნიტუდად შეაფასა, მომდევნო ბიძგები კი – 4.8 მაგნიტუდად.

კოლუმბიის ეროვნული გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის შედეგად დიდი ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.

მსგავსი თემები