დღეს საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 39 წლის გახდებოდა

18 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას 39 წელი შეუსრულდებოდა.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის ომში რუსებს ტყვედ ჩაუვარდა. ის სასტიკი წამებით მოკლეს.

ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 15 აპრილს მიენიჭა, ის, ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით “სამშობლოსათვის თავდადებული”.

მსგავსი თემები