შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძის შვილს, ხალხმა ბინის ფული შეუგროვა

შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძის შვილს, 4 წლის ლუსის, ხალხმა ბინის ფული შეუგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

ლუსის დედა, სოფო ბაკურაძე შოვში სტიქიის შედეგად დაიღუპა. სოფო მარტოხელა დედა იყო, შოვში კი კოტეჯების დამლაგებლად მუშაობდა.

 

ლუსიზე მეურვეობის აღებას ოჯახი აპირებს.

„ბავშვის როგორ უნდა ვუთხრათ, არც ვიცით, ჯერ ვერც გაიგებს. რამდენიმე ფსიქოლოგს ვესაუბრე, კიდევ დავუკავშირდები მომავალში.

23 წლის იყო ჩემი და. ამ ასაკში იწყებს ხალხი ცხოვრებას. მხოლოდ ბავშვი დატოვა, სამი წელიც ვერ მოასწრო მასთან ყოფნა.

ხატვა უყვარდა. სკოლის მერე სამხატვრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება, მაგრამ ბოლო გამოცდაზე დააგვიანდა და ის წელი გაუცდა. შემდეგ გათხოვდა, ბავშვი გააჩინა და ვეღარ მოახერხა“, – ჰყვება სოფოს ძმა გიორგი.

მსგავსი თემები