,,მხოლოდ ბავშვი დატოვა, სამი წელიც ვერ მოასწრო მასთან ყოფნა”- სოფო ბაკურაძის შვილს, ხალხმა ბინის ფული შეუგროვა

შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძის შვილს, 4 წლის ლუსის, ხალხმა ბინის ფული შეუგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

ლუსის დედა, სოფო ბაკურაძე შოვში სტიქიის შედეგად დაიღუპა. სოფო მარტოხელა დედა იყო, შოვში კი კოტეჯების დამლაგებლად მუშაობდა. ლუსიზე მეურვეობის აღებას ოჯახი აპირებს.

 

„ბავშვის როგორ უნდა ვუთხრათ, არც ვიცით, ჯერ ვერც გაიგებს. რამდენიმე ფსიქოლოგს ვესაუბრე, კიდევ დავუკავშირდები მომავალში. 23 წლის იყო ჩემი და. ამ ასაკში იწყებს ხალხი ცხოვრებას. მხოლოდ ბავშვი დატოვა, სამი წელიც ვერ მოასწრო მასთან ყოფნა.ხატვა უყვარდა. სკოლის მერე სამხატვრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება, მაგრამ ბოლო გამოცდაზე დააგვიანდა და ის წელი გაუცდა. შემდეგ გათხოვდა, ბავშვი გააჩინა და ვეღარ მოახერხა“, – აცხადებს სოფოს ძმა გიორგი “რადიო თავისუფლებასთან”.

“რადიო თავისუფლების”ცნობით, შეგროვებული ფულით ბავშვისთვის თბილისში პატარა ბინის ყიდვას აპირებენ. სანამ ლუსი გაიზრდება, მის მეურვეებს სახლის გაქირავება შეეძლებათ.

„უკვე შევარჩიეთ სტუდიო ბინა დიდ დიღომში. გარემონტებული ბინაა. რომ გაიგეს, რისთვის გვინდოდა, კომპანიის წარმომადგენელი დაგვპირდა, ჩვენ მოგიწყობთო. ეს ბინა სოფოს დედის სახელზე გაფორმდება“, – აცხადებს ნანა სოხაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი“.

შოვში დაღუპული სოფო ბაკურაძის შვილს, ხალხმა ბინის ფული შეუგროვა

მსგავსი თემები