„შენი მხიარული სახე ჩააქრო სიკვდილმა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყავი, ღმერთსაც შეეცოდე და ამ ჯოჯოხეთში სრულყოფილი დაგვიბრუნდები სახლში“ – სალომე ხეთაგურს ემშვიდობებიან

შოვში, სტიქიის ზონაში, 15 აგვისტოს ნაპოვნი ცხედარი სალომე ხეთაგურს ეკუთვნის.   სალომე ხეთაგური სტიქიის ზონაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთს, გვანცა ბუბაშვილს ამ დრომდე ეძებენ.

გოგონას ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან.

„ხანდახან უდიდეს ტკივილშიც კი გაგაოცებს ბუნება… მაშინ, როცა ამდენი სულის შემძვრელი ინფორმაცია მოდის შოვიდან. ძალა აღარ გაქვს მოისმინო… ელოდები. იქნებ იპოვონ შენი ოჯახის წევრი მიცვალებული მაინც… გიჭირს იმის გაფიქრება, ფრაგმენტები (რა საშინელი სიტყვაა) არ იყოს ცალ-ცალკე.

ჩემო სალომე (ხეთაგური) შენი მხიარული სახე კი ჩააქრო ბოროტმა სიკვდილმა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყავი, ღმერთსაც კი შეეცოდე და ამ ჯოჯოხეთში სრულყოფილი დაგვიბრუნდები სახლში შენს სახლში ჩემო პატარა ანგელოზო… კიდევ მადლობა მაშველებს.. მოხალისეებს ჯარს.. სრულიად ყველას..ეს სახელმწიფოა.. ეს საქართველოა, დიდი ტკივილით..

გადარჩენილებმაც და გარდაცვლილების ახლობლებმა ტაძარში ვილოცოთ მათი სულებისთვის.. ასე უფრო სულიერ სიმშვიდეს შევინარჩუნებთ..

P.s. სალომეს გადმოასვენებენ თავის სახლში ზეგ, 18-ში ვარკეთილის დასახლება, გუდამაყრის 22-ში.

.. ჩემო ანგელოზო დისშვილიშვილო, დიდი ტკივილი შემოიტანე მიშა ბაბუს და შუშანა ბებოს მონაგარში….“ – წერს ახლობელი.

მსგავსი თემები