მამა სტიქიის ზონიდან

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები  უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 6 პირთან დაკავშირებით.

სოციალურ ქსელში, სტიქიის ზონიდან ვრცელდება მამის კადრები,  რომლის შვილები და მეუღლე სტიქიას ემსხვერპლნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მესამე შვილს ეძებს.

,,მეუღლე და ბავშვები არიან იქ. 2 წლის, სამის და შვიდის შვილები. ვერ ვუკავშირდები, მგონი მეწყერში მოყვნენ. მივმართავ ყველას, პილოტებს, მაგათ უფროსებს, ღამე ვერტმფრენი გამოყავით, რომ სამძებრო სამუშაოები დაიწყონ, გთხოვთ, ვერ გადაიტანენ ღამეს, ბავშვები არიან – 2 წლის, სამის და შვიდის, ნუთუ არ გეცოდებათ, მთელი ოჯახი მანდ არის, არ ვიცი, როგორ არიან. თუ სადმე ტყეს შეაფარეს თავი, იქ ვერ გადარცებიან დამეხმარეთ“, –  აცხადებდა მამაკაცის სტიქიის დღეს.

მსგავსი თემები