ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნები.

დაშავებულები კლინიკებში არიან გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი თემები