ბათუმში აქციას სტუდენტებიც შეუერთდებიან

31 ივლისს რუსულ გემს სტუდენტები ბათუმის პორტში აქციით დახვდებიან. მათი თქმით, საკრუიზო ლაინერი პორტში 31 ივლისს დილის 06:00 საათზე გაჩერდება, განრიგის მიხედვით კი 10:00 საათზე რუსი ტურისტები გემიდან გადმოსვლას და ტურებში ჩართვას აპირებენ.

“სტუდენტები მივემართებით ბათუმისკენ, რათა შესაფერისად დავხვდეთ რუსულ გემს. იგი 31 ივლისს, დილის 6 საათზე ჩერდება პორტში. ამ დროიდან დავიწყებთ შეკრებას. ცხრიდან ათ საათამდე კი გელით ყველას. განრიგის მიხედვით, სწორედ 10 საათზე აპირებენ რუსი „ტურისტები“ გემიდან გადმოსვლას და ბათუმის გარშემო ტურებში ჩართვას. ოკუპანტებს დავხვდებით ცოცხალი ჯაჭვით და მოგიწოდებთ ყველას, შემოგვიერთდეთ. რუსული გემის ადგილი საქართველოს პორტში არ არის!”, – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.

პარალელურად, აქციას გეგმავენ ადგილობრივი აქტივისტებიც. მათი თქმით, ისინი დღეს ღამის 12:00 საათიდან დაიწყებენ შეკრებას, დილით კი პორტში გემს დაელოდებიან.

მსგავსი თემები