უკრაინული ძალები ბახმუტის, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით წინ მიიწევენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით წინ მიიწევენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის ცნობით, წინსვლაა ბახმუტის გარშემო სამხრეთის ფლანგზე.

”მტერი დამატებით ძალებსა და საშუალებებს ბახმუტის მიმართულებით აკონცენტრირებს. თავად ქალაქში კი დაბომბვა ორივე მხრიდან გრძელდება. ” – აცხადებს მალიარი. 

ბრძოლა გრძელდება ავდიივკას მიმართულებითაც, სადაც ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობენ შეტევას. 29 ივლისის მონაცემებით, მტერმა თავდასხმა გაზრდილი აღჭურვილობით განახორციელა, თუმცა უკრაინულმა ძალებმა ყველა თავდასხმა მოიგერიეს. მალიარის ინფორმაციით, მტერი ინტენსიურად ისვრის ტყვიამფრქვევბიდან.

”ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით, თანდათან წინ მივიწევთ. შეტევითი ბრძოლა ყველა მიმართულებით გრძელდება. ჩვენი დამცველები ინტენსიურად მუშაობენ რამდენიმე დასახლებული პუნქტის გარშემო” – განაცხადა მალიარმა 

მსგავსი თემები