ტაილანდში ფეიერვერკების საწყობი აფეთქდა – დაიღუპა 9 და დაშავდა 115 ადამიანი

ტაილანდში, მალაიზიის საზღვართან ქალაქ სუნგაი კოლოკის  ბაზარში ფეიერვერკების საწყობი აფეთქდა. აფეთქების შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, მათგან სამი ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აფეთქება სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. შემთხვევა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად დაახლოებით 115 ადამიანი დაშავდა.

სამაშველო ჯგუფები ტერიტორიას ნანგრევებისგან ასუფთავებენ.

მსგავსი თემები