,,ეს ხელისუფლება წამსვლელია ყველა ტიპის დანაშაულზე” – ირაკლი კუპრაძე

“ქართული ოცნება” მოძალადე სისტემად ჩამოყალიბდა, – ასე აფასებს “ლელოს” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სამთავრობო დაცვის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტს.

მისი თქმით, ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს, რადგან ისინი საარჩევნოდ ამომრჩეველზე ზეწოლასა და დარბევებისთვის სჭირდება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქცა მოძალადე სისტემად, რომელიც ძალადობს ადამიანებზე. ძალადობს ყველგან: სახელმწიფო ინსტიტუტებში, ქუჩებში, ბასლაინებზე, ავტობუსებში, სკოლებში, საჯარო უწყებებში, ყველგან საერთოდ და ყველა ასეთი მოძალადე რჩება დაუსჯელი.

ეს მოძალადეები არიან „ქართული ოცნების“, ივანიშვილის მთავარი ძალა არჩევნებისთვის და იმისთვის, რომ დააშინონ საზოგადოება. ეს ხელისუფლება წამსვლელია ყველა ტიპის დანაშაულზე. მათ ექნებათ მცდელობა, რომ ხელი დააფარონ მოძალადეებს იმისთვის, რომ შეინარჩუნონ და შეინახონ ეს ადამიანები არჩევნებისთვის. დარბევები, გაყალბება, ზეწოლა ქუჩებში, ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი”, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

შეგახსენებთ, რომ მაღალჩინოსნების სამთავრობო დაცვამ მოპედის მძღოლი სასტიკად სცემა. შემთხვევა მიმდინარე წლის 19 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, 22:54 საათზე მოხდა.

მოპოვებული კადრებით დგინდება, რომ რუსთაველის მეტროდან თავისუფლებისკენ მიმავალ სამთავრობო ესკორტის მანქანას “ბასლაინზე” გადასვლა უნდა, რაშიც მას ხელს მოპედით მოძრავი მძღოლი უშლის. სწორედ ამ დროს, ავტომობილებიდან სამთავორბო დაცვის წევრები გადმოდიან და მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდებიან.

მსგავსი თემები