,,რუსეთს ნატო-სთან სამხედრო შეტაკება არ სურს, მაგრამ ამისთვის მზადაა” – პუტინი

,,რუსეთს არ სურს ნატო-სთან პირდაპირი სამხედრო შეტაკება, მაგრამ თუ ვინმე მოისურვებს, მოსკოვი ამისთვის მზადაა”. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი “მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის”, თუმცა ეს არავის სურს. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით შეერთებული შტატების ინიციატივით სპეციალური მექანიზმი შეიქმნა.

„გარკვეული უწყებების ხელმძღვანელები უშუალოდ ურთიერთობენ ერთმანეთთან და აქვთ შესაძლებლობა კონსულტაციები გამართონ ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ეს მექანიზმი მიუთითებს, რომ მხარეებს არ აქვთ პირდაპირი დაპირისპირების სურვილი.

„მაგრამ თუ ვინმე მოისურვებს, ჩვენ მზად ვართ”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები