პოლონეთი უკრაინულ მარცვლეულს ქვეყანაში 15 სექტემბრის შემდეგაც არ შეუშვებს

პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ძალაში ტოვებს. ქვეყნის ვიცე პრემიერ-მინისტრის, იაროსლავ კაჩინსკის თქმით, სოფლის მეურნეობის სექტორის დაცვის მიზნით, პოლონეთი უკრაინულ მარცვლეულს ქვეყანაში 15 სექტემბრის შემდეგაც არ შეუშვებს.

მისი თქმით, უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირის დონეზე თუ არ გაგრძელდება, ამას ვარშავა დამოუკიდებლად გააკეთებს. ამასთან, პოლონეთის ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ პოლონეთი უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო დახმარებას განაგრძობს.

მსგავსი თემები