,,კრემლი და “ქართული ოცნება” ერთ პროპაგანდას ეწევიან” – ირაკლი კუპრაძე

კრემლი და “ქართული ოცნება” ერთ პროპაგანდას ეწევიან – ასე აფასებს “ლელოს” გენერალური მდივანი რუსი პროპაგანდისტების განცხადებებს, თითქოს ანტირუსულ აქციაზე მხოლოდ ოპოზიცია დგას.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ში ანტირუსული განწყობებია, ხოლო ქვეყენაში პუტინის შემოსვლა მხოლოდ ივანიშვილის ბანდას და მოსახლეობის 3%-ს სურს.

,,კრემლი და „ქართული ოცნება“ ერთობლივი პროპაგანდით ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ მხოლოდ და მხოლოდ პარტიული ადამიანები დგანან ანტირუსულ და ანტიპუტინისტურ აქციებზე. ეს არის ტყუილი. ოპოზიცია არის ამ აქციების ორგანიზატორი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ აზრს იზიარებს საქართველოს მოსახლეობის 90%.

„ქართული ოცნება“ და ივანიშვილი გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ბანდის და 3% პრორუსული მოსახლეობის ინტერესებს, რომელთაც უნდათ, პუტინის შემოსვლა და საქართველოს არა მხოლოდ 20%-ის, არამედ 100%-ის ოკუპაცია”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მსგავსი თემები