თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა – არის მსხვერპლი

თურქეთში, ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პირველადი მონაცემებით, დაიღუპა 7 და დაშავდა 22 ადამიანი.

ავტობუსი ბურსა-ყარსის რეისს ასრულებდა, რა დროსაც სოფელ კარაკურტთან, 50 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ​ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

მსგავსი თემები