„ორსულები ჯერჯერობით არ არიან მაღალი რისკის მატარებლები“ – პაატა ჟორჟოლიანი (ვიდეო)

თსსუ-ის „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ პერინატოლოგიის მიმართულების ხელძღვანელი, მეან-გინეკოლოგი პაატა ჟორჟოლიანი ორსულებს რისკჯგუფებს არ მიაკუთვნებს, მისი ინფორმაციით ორსულების მიმართ განსაკუთრებული რეკომენდაციები არ გაიცემა, როგორც სპეციალისტი ამბობს ორსულები განსაკუთრებულ მონიტორინს არ საჭიროებენ.

„ორსულები ჯერჯერობით არ არიან მაღალი რისკის მატარებლები, რისკი არის მოგზაურობა ან დაავადებულებთან კონტაქტი, ის, რომ რაიმე განსაკუთრებული მიმღებლობა აქვს ქალს ამ ორსულობის დროს, ვირუსის პერიოდში არის საფუძველს მოკლებული, იგივე ჩინეთის მაგალითზე არის მითითებული, რომ უფრო მეტად რისკჯგუფებს, სისხლძარღვთა პათოლოგიის მატარებელი ადამიანები განეკუთვნებიან, ასეთებია, ასევე დიაბეტი და სიმსივნე. ორსულობა შეგვიძლია მაღალ რისკს მივაკუთვნოთ თუ აქვს ქრონიკული სიმპტომები“- განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები