,,45 წუთი უტარებდნენ გულის მასაჟს…“- მოზარდი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

წყნეთში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბავშვები ეზოში, სკვერში თამაშობდნენ. ადგილობრივების განცხადებით, სკვერის მიმდებარედ ინფრასქტურურული სამუშაოები მიმდინარეობდა.

„სტუმრად იყო მოსული. ბავშვები გარეთ იყვნენ, აქ სულ თამაშობდნენ ხოლმე. იქ დენს რანაირად უნდა გაეტარებინა, ვერ ვხვდებით. ვერავინ ვერაფერს ვხვდებით. მანამდე, სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ექიმები შველოდნენ.  სასწრაფო რომ მოვიდა, 45 წუთი უტარებდნენ გულის მასაჟს…“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კომენტარს ”პრაიმტაიმი”ავრცელებს.

მსგავსი თემები