ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე – სააპელაციო სასამართლომ განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს.

ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესს ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნეკა დოროყაშვილი არ ესწრებიან.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, რაც  ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მსგავსი თემები