„ხელისუფლების ხელში ჩაგდება, ორი ადამიანის თვალის დაკარგვად არ ღირს“ – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, გუშინ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ განვითარებული მოვლენები, „მედიაცენტრ მთავარში“ შეაფასა.

როგორც ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  პარლამენტის შენობის შტურმით აღების  მოწოდება, გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ, არასახელმწიფოებრივია.  მისი თქმით, მსგავსი მოვლენები არაერთხელ განვითარდა საქართველოში, რომელმაც ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანა.

„ოპოზიცია იმიტომ არის ქვეყანაში, რომ ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს. მან ჩაშჭიდა ამას ხელი და გამოიყენა სათავისოდ. საზოგადოების რეაქცია, იყო ადექვატური, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სანამ არ გამოცხადდებოდა შტურმი პარლამენტის შენობაზე. ყველაფერს მივესალმები, რაც მიმართულია ოკუპანტების წინააღმდეგ, მაგრამ პარლამენტზე შტურმი და მოწოდება შტურმისკენ, ეს ჩვენ ბევრჯერ გვინახავს, რასაც ტრაგედიისა და სისხლის ღვრის მეტი, არაფერი მოუტანია,“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი თქმით, ხელისუფლების მოპოვება, ძალის მიერი ქმედებებით და დაშვებული ადამიანების ხარჯზე არ ღირს, რადგან ეს საქართველოს მტრებს აწყობთ.

“ძალის მიერ ქმედებებს უნდა მოვეშვათ. არავის არ ეკრძლაება მიტინგების მოწყობა, მაგრამ ძალის მიერი ქმედებები მიუღებელია. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, ამად არ ღირს ხელისუფლების მოპოვება. ამად არ ღირდა ეს ყველაფერი. ჩვენ მხოლოდდამხოლოდ უკან დავიწევით თუ ერთმანეთს დავუპირისრდით, ძალის მიერი მეთოდებით,”- განაცხადა ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

https://mcm.ge/%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%93/

მსგავსი თემები