,,ვიხილეთ თბილისი პრაიდის ძალადობრივი ჩაშლა”- რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლა საქართველოში, პრაიდფესტივალის ჩაშლას ეხმიანება. მეცოლამ ქვიარ თემს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა.

,,გასულ შაბათს საქართველოში ჩვენ ვიხილეთ თბილისი პრაიდის ძალადობრივი ჩაშლა. ამ დებატებში ანტილგბტქ-ი რიტორიკის, დეზინფორმაციისა და ძალადობის ადგილი არ არის და ლგბტქი თემის სიცოცხლე და უსაფრთხოება პრიორიტეტული უნდა იყოს. ადამიანები იმსახურებენ შიშისგან თავისუფალ ცხოვრებას. აქედან მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა”, – განაცხადა მეცოლამ.

მსგავსი თემები