დრონებით თავდასხმა ოდესაზე – დაზიანდა მარცვლეულის ტერმინალი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთი  უკრაინის ქალაქ ოდესის პორტს შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა მარცვლეულის ტერმინალი.

უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნისას ცეცხლი გაუჩნდა პორტის ორ ტერმინალს. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

„სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 თვითმფრინავი გაანადგურეს, ორი კი პორტის ობიექტის ადმინისტრაციულ შენობას შეეჯახა. ჩამოგდებული თვითმფრინავების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, ცეცხლი გაუჩნდა პორტის ორ ტერმინალს, მათ შორის მარცვლეულის ტერმინალს,”- ნათქვამია ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის განცხადებაში.

მსგავსი თემები