,,თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინასთან, მსოფლიოში ყველაფერი გახდება უფრო საშიში და არასტაბილური”- ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადელებს კარგად ესმით, რომ თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინასთან, მსოფლიოში ყველაფერი გახდება უფრო საშიში და არასტაბილური.

მისი თქმით, კანადა სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას ჰუმანიტარული, სამხედრო და ფინანსური დახმარებით

„ვფიქრობ, მთელ მსოფლიოში ყველა ადამიანს ესმის, რომ სამყარო იცვლება. აგრესია, რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან ერთად, არის წესების დარღვევის ხარჯზე ტერიტორიის ძალაუფლების მოპოვების გაზრდილი სურვილი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ მხარდაჭერაში და არ უნდა მივატოვოთ ჩვენი მოქალაქეები არცერთ გამოწვევაში, იქნება ეს კლიმატის ცვლილების გამოწვევა, პანდემიის გამოწვევა, თუ სხვა, რადგან დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ. კანადელებს ძალიან კარგად ესმით, რომ თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინასთან, მსოფლიოში ყველაფერი გახდება უფრო საშიში და არასტაბილური. ადამიანებს კარგად ესმით, რომ რაც ხდება მსოფლიოს ერთ მხარეს, ეს აისახება მთელ მსოფლიოზე. კანადა სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას ჰუმანიტარული, სამხედრო და ფინანსური დახმარებით“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ.

მსგავსი თემები