შვედეთი ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდება – იენს სტოლტენბერგი

მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში  ლიეტუვას დედაქალაქია. ნატო-ს სამიტი ვილნიუსში სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შვედეთი ალიანსის სრულფასოვანი წევრი გახდება.

,,ვილნიუსის სამიტი ისტორიული იქამდე გახდა ვიდრე დაიწყებოდა. შვედეთი ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდება. ეს გადაწყვეტილება კარგია შვედეთისთვის, თურქეთისთვის და ნატოსთვის და სრულიად ბალტიისპირეთისთვის. ეს არის ისტორიული გადაწყეტილება და ისტროიული სამიტი. პრეზიდენტი ერდოღანი დამპირდა, რომ შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი თურქეთის დიდ ასამბლეაში წინ წაიწევს და უზრუნველყოფილი იქნება რატიფიცირება. დეტალებში ვერ შევალ, ზუსტ დროებთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშნელოვანია რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს”. – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები