ორეხოვოში რუსეთის თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვოში, რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის იფორმაციით, 10 ივლისს მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.

მსგავსი თემები