ბაიდენი ზელენსკის ნატოს სამიტზე შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს ნატოს სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ”სიენენი” ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეხვედრა იქნება ერთიანობის ნიშანი, რადგან ზელენსკის სამიტზე დასწრება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

რუსეთის ომი უკრაინაში ნატოს ლიდერებისთვის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, ასევე განიხილავენ ალიანსში გაწევრიანების სამომავლო გზებს, რამაც გამოიწვია ლიდერების გარკვეული განხეთქილება.

ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯერ ომი გრძელდება და დაასახელა რეფორმები, რომელიც უკრაინამ ალიანსში გასაწევრიანებლად უნდა გაატაროს.

„არ მგონია, რომ ნატოში ერთსულოვანი იყოს იმის შესახებ, შემოვიდეს თუ არა უკრაინა ნატოს ოჯახში ახლა, ამ მომენტში, ომის შუაგულში“,- განუცხადა ბაიდენმა CNN-ს.

ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ არ აპირებს სამიტზე დასწრებას “გართობისთვის”, რადგან ის ეძებს უფრო მკაფიო გზას თავისი ქვეყნისთვის, რომ შეუერთდეს ალიანსს უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად.

„მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა იმის თქმა, რომ ნატოს არ ეშინია რუსეთის. უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები, სანამ ის ნატოში არ არის. მხოლოდ ამ პირობებში იქნებოდა ჩვენი შეხვედრა მნიშვნელოვანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უბრალოდ სხვა პოლიტიკაა“, – განაცხადა ზელენსკიმ ABC-თან ინტერვიუში.

მსგავსი თემები