ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მუშაობა დაგეგმილზე 3 საათით ადრე განაახლეს და რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებენ.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გუნდის ოპერატიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დაგეგმილზე ადრე გახსნა. 07:30 საათზე ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით შესრულდება რეისი. აეროპორტის ოპერირების დროებით შეჩერება უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც ვითარებას ადგილზე სწავლობენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები