15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

წყნეთში 15 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ფორმულა”ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბავშვები ეზოში, სკვერში თამაშობდნენ. ადგილობრივების განცხადებით, სკვერის მიმდებარედ ინფრასქტურურული სამუშაოები მიმდინარეობდა.

მოზარდის დახმარებას სასწრაფოს მისვლამდე ადგილობრივები ცდილობდნენ, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათი თქმით, 15 წლის ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა.

 

მსგავსი თემები