უკრაინა იმსახურებს ნატო-ში ყოფნას – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა იმსახურებს ნატო-ში ყოფნას. ამის შესახებ მან საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა და აღნიშნა, რომ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოება უკრაინაზეა დამოკიდებული.

,,ყველას ყველაფერი ესმის. ყველა ლიდერი, ყველა სახელმწიფო. თუნდაც განსხვავებული პოზიციები გაჟღერდეს, მაინც ცხადია, რომ უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას. ახლა არა – ომია, მაგრამ მკაფიო სიგნალი გვჭირდება. და ჩვენ გვჭირდება ეს სიგნალი ახლა”, – განაცხადა ზელენკსიმ.

მისივე თქმით, უკრაინა დე ფაქტოდ უკვე ალიანსშია.

,,ჩვენი იარაღი ალიანსის იარაღია. ჩვენი ღირებულებები არის ის, რისიც სჯერა ალიანსს. ჩვენი თავდაცვა არის ევროპის ფორმულის ელემენტი, რომელიც მას ერთიანს, თავისუფალს და მშვიდობიანს ხდის. ეს ყველაფერი ვილნიუსმა უნდა დაადასტუროს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები