,,საქართველო ამ ეტაპზე არ გამოიყურება, როგორც დაინტერესებული მხარე”- ფრიდი ნატო-ზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დიპლომატი დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ ამჟამად საქართველო არ გამოიყურება NATO-ში გაწევრიანებით დაინტერესებული. მისი თქმით, საქართველო ისე გამოიყურება თითქოს ცდილობს გავიდეს თამაშიდან.

,,რადგან არსებობს ფართოდ გავრცელებული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ საქართველომ თითქოს ამ ეტაპზე საკუთარი თავი ამ პროცესს მიღმა დატოვა. საქართველო ისე გამოიყურება თითქოს ცდილობს გავიდეს თამაშიდან. უკრაინას ამ სამიტზე წევრად ნამდვილად არ მიიწვევენ, თუმცა მთავარი შეკითხვა ისაა, როგორ იქნება ამჯერად გამოხატული ის ენა, ის ლექსიკა, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის ბუქარესტის სამიტის დროს შემუშავდა. და რა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება უკრაინისთვის. მაგრამ საქართველო ამ ეტაპზე არ გამოიყურება, როგორც დაინტერესებული მხარე”, – განაცხადა”ამერიკის ხმას” დენ ფრიდმა.

 

მსგავსი თემები