ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეკემბერში სტატუსზე უარის შემთხვევაში, “კარტების მეტად გახსნა” დასჭირდებათ

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება, “მოუწევთ” საზოგადოების წინაშე “კარტები მეტად გახსნან”.

,,დეკემბერში, კიდევ ერთხელ, თუ განმეორდა უსამართლო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში, ჩვენ საზოგადოებისთვის მოგვიწევს იმაზე მეტი დეტალის ახსნა, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით, რაღაცებს ვუფრთხილდებოდით უფრო მეტად. რა თქმა უნდა, რაღაცების გაფრთხილება მოგვიწევს, მაგრამ საზოგადოებას ვეტყვით მეტ დეტალს, ამ თემის გარშემო, მეტი ახსნა-განმარტების მიცემა მოგვიწევს საზოგადოებისთვის.

ვიტყვით იმას, თუ რამ განაპირობა შარშან ივნისში უარყოფითი გადაწყვეტილება და თუ იგივე მოხდება დეკემბერში, ასევე, ავუხსნით საზოგადოებას უფრო დეტალურად, სიღრმისეულად, რას შეიძლებოდა განეპირობებინა დეკემბრის გადაწყვეტილება, ანუ, უფრო მეტად დაგჭირდება კარტების გახსნა საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა კობახიძემ ”იმედის” ეთერში.

მსგავსი თემები