ოკუპირებული ცხინვალში განიხილავენ ბელარუსს ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის მიმართონ

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სხდომაზე ბელორუსის მიერ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების თემა განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ეხო კავკაზა” ავრცელებს.

ბელარუსის პარლამენტისთვის მიმართვის წინადადებით  ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ალან ტეხოვი გამოვიდა.

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, თუ ადრე გარკვეული პოლიტიკური შედეგები, მათ შორის სანქციები ერეოდა, დღეს უკვე არსებობს. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხზე საკუთარი ხაზით უნდა იმუშაოს“, –  განაცხადა ტეხოვმა.

მსგავსი თემები