დავმარცვლავ კობახიძისთვის, უკრაინა არასდროს სთავაზობდა საქართველოს გაეხსნა მეორე ფრონტი – პოდოლიაკი

,,არასდროს ყოფილა უკრაინის ხელისუფლება დაინტერესებული, რომ საქართველოს გაეხსნა  მე-2, მე-3 თუ მე-10 ფრონტი,”– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, უკრაინა არასდროს სთავაზობდა საქართველოს, გაეხსნა მეორე ფრონტი.

,,მე მინდა, რომ ნათლად და კონკრეტულად იყოს ნათქვამი – ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული სუბიექტები, იგივე ირაკლი კობახიძე რასაც აცხადებს, ეს არის პირდაპირი ტყუილი – არასდროს ყოფილა უკრაინის ხელისუფლება დაინტერესებული, რომ საქართველოს გაეხსნა. მე-2, მე-3 თუ მე-10 ფრონტი. მე დავმარცვლავ კობახიძისთვის – არ არის ტყუილი საჭირო. ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, უკრაინა არასდროს სთავაზობდა საქართველოს, გაეხსნა მეორე ფრონტი. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყო საქართველოში, იყო მისი პირადი სურვილი, დაბრუნებულიყო ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში. არავითარი სცენარი არ დამუშავებულა, რომ სააკაშვილი დაბრუნდებოდა საქართველოში და გაიხსნებოდა მეორე ფრონტი, ასეთი გეგმა არ ყოფილა,”- განაცხადა პოდოლიაკმა ”ფორმულას” ეთერში.

მსგავსი თემები