დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას

დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს.

ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესი, სავარაუდოდ, დაჩქარდება იმის გამო, რომ უკრაინის არმია უკვე შეიარაღებულია ალიანსის მიერ მიწოდებული ტექნიკით

„პოლონეთის პოზიცია აქ ძალიან მკაფიოა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა რაც შეიძლება ახლოს მივიყვანოთ ალიანსის ინსტიტუციურ განზომილებაში, რომ მოხდეს უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური სტრუქტურების ადაპტირება ალიანსის სტანდარტებთან“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები