უკრაინის კონტრშეტევა რუსულმა თავდაცვის ძალებმა შეანელა – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის კონტრშეტევა „შენელდა“ რუსული თავდაცვითი ძალების გამო – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-ს განუცხადა და დასძინა, რომ სურდა, დასავლური იარაღის მიწოდება მას „ბევრად ადრე“ დაეწყო.

მისი თქმით, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მისი სამხედროები ვერც კი ფიქრობენ თავდასხმების დაწყებაზე, რადგან მათ არ აქვთ „შესაბამისი იარაღი“.

„მადლობელი ვარ აშშ-ის, როგორც ჩვენი მხარდაჭერის ლიდერების, მაგრამ მე ვუთხარი მათ, ისევე როგორც ევროპელ ლიდერებს, რომ გვსურს, დავიწყოთ ჩვენი კონტრშეტევა უფრო ადრე და გვჭირდება ყველა იარაღი და რესურსი ამისთვის. რადგან თუ ამას მოგვიანებით დავიწყებთ, ეს პროცესი უფრო ნელა წავა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა დასძინა, რომ ბრძოლის ველზე არსებული სირთულეები ახლა „შენელებულ“ კონტრშეტევას იწვევს.

„მინდოდა, რომ ჩვენი კონტრშეტევა გაცილებით ადრე მომხდარიყო, რადგან ყველა მიხვდა, რომ თუ კონტრშეტევა მოგვიანებით განვითარდება, მაშინ ჩვენი ტერიტორიის უფრო დიდი ნაწილი დანაღმული იქნება. ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მტერს დროსა და შესაძლებლობას, განათავსოს მეტი ნაღმი და მოამზადოს თავისი თავდაცვითი ხაზები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები