უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები, რათა დააკმაყოფილოს იგივე სტანდარტები, როგორც ნატო-ს ნებისმიერმა ქვეყანამ გაწევრიანებამდე – კარინ ჟან-პიერი

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები, რათა დააკმაყოფილოს იგივე სტანდარტები, როგორც ნატო-ს ნებისმიერმა ქვეყანამ გაწევრიანებამდე.

მისი თქმით,  ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება 31 მოკავშირესა და ასპირანტ ქვეყანას შორის.

„მე არ ვაპირებ დეტალებში და პირად საუბრებში შესვლას. და პრეზიდენტმა ეს თქვა არაერთხელ: უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები, რათა დააკმაყოფილოს იგივე სტანდარტები, როგორც ნატო-ს ნებისმიერმა ქვეყანამ გაწევრიანებამდე. ის ფიქრობს, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს, უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება. კიდევ ერთხელ, ჩვენ ერთგული ვართ და ერთგული ვიყავით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. და ჩვენ გავაგრძელებთ ასე“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

 

მსგავსი თემები