სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშის თამახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა. უწყება არ განმარტავს თუ ვის წინააღმდეგ იგეგმებოდა თავდასხმა.

,,2022 წელს სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 3 საქმეზე, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე, რაზეც გატარდა შესაბამისი პრევენციული ზომები აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნით.

საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ და არაპროგნოზირებად პროცესებს თან ერთვოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდა პოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამწვავების მცდელობები.  შიდა და გარე აქტორები პატრიოტულ განწყობებზე აპელირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ განცხადებებს ავრცელებდნენ და მოსახლეობას დესტრუქციული, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებდნენ,”- ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი თემები