ავტობუსი ხევში გადავარდა – დაიღუპა 27 და დაშავდა, სულ მცირე, 21 ადამიანი

”როიტერის” ინფორმაციით, მექსიკაში,  მეხიკოდან სამხრეთ მექსიკის შტატ ოახაკაში მიმავალი ავტობუსი, ხევში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 27 და დაშავდა, სულ მცირე, 21 ადამიანი.

ავტოსაგზაო შემთხვევას 13 მამაკაცი, 13 ქალი და ერთი ჩვილი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული 21 ადამიანიდან 12-ის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები