მეუფე შიოს დროთა განმავლობაში წამლავდნენ – ”რუსთავი 2”

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, პატრიარქის მოსაყრდე მეუფე შიოს წამლავდნენ. მედიის ცნობით,  ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ კი 1 კვირის წინ იყო.

”რუსთავი 2-ის” ინფორმაციითვე, ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება. საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ.

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

მსგავსი თემები