სარაკეტო იერიში ლვოვზე – არის მსხვერპლი

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ლვოვზე. იერიშის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ოთხი ადამიანი, ხოლო დაშავდა ცხრა ადამიანი.

რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი, ერთ-ერთი რაკეტა კი მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ამასთან, დაზიანებულია 60-მდე ბინა და 50-მდე მანქანა.

ლვოვის რეგიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია და არის კომუნიკაციების პრობლემაც.

მსგავსი თემები