,,უკრაინაა ჩემი უკრაინელი ქალიშვილი ჟასმინი, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია”- მიხეილ სააკაშვილი

„მე და უკრაინა“- ამ სახელწოდებით ”უკრაინსაკაია პრავდა” მიხეილ სააკაშვილის ავტობიოგრაფიულ წერილს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილის წერს, მისთვის  საქართველოს გადარჩენა და წარმატება ყოველთვის წარმოუდგენელი იყო უკრაინის გარეშე.

„ჩემი შეგნებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი უკრაინაში გავატარე. ახლა უკრაინულად უფრო კარგად ვლაპარაკობ, ვიდრე რუსულად. უკრაინა ჩემი სახლია კიევში, პატარა მიწის ნაკვეთი მირგოროდში. უკრაინა ჩემი განსაკუთრებული სიყვარულია – ქალაქი ოდესა. უკრაინა ჩემი მეგობრების დიდი რაოდენობაა, უკრაინაა ჩემი პატარა უკრაინელი ქალიშვილი ჟასმინი, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია. ჩემთვის საქართველოს გადარჩენა და წარმატება ყოველთვის წარმოუდგენელი იყო უკრაინის გარეშე და ახლა საუბარია ევროპის კონტინენტის გადარჩენაზე და ჩემს გადარჩენაზე, პუტინის ოლიგარქიული ციხიდან გადარჩენაზე“, – წერს სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები