ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება გვექნება – პოლონეთის საგარეო საქმენა მინისტრი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს განცხადებით,  რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შემთხვევაში ვარშავის პასუხი იქნება “ადეკვატური”.

“ეს იქნება სრულიად ახალი ვითარება. ამიტომ ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხებთ”, – განაცხადა რაუმ.

მინისტრმა დასძინა, რომ ასეთი დარტყმა ნატოს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს შეეხება.

,,ამიტომ, ამას შესაბამისი რეაგირება დასჭირდება. და ნუ ელით, რომ ზუსტად გეტყვით, რა იქნება ეს პასუხი”, – ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ რუსებმა შესაძლოა მალე დაიწყონ მზადება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციებისთვის – მათ ასაფეთქებელი ნივთიერებების მსგავსი ობიექტები მოათავსეს ორი ელექტროსადგურის სახურავებზე.

მსგავსი თემები