მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს – პატრიარქის ექიმი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით მეუფე შიო თავს კარგად გრძნობს. ექიმის თქმით, პატრიარქის მოსაყდრის ჯანმრთელობაზე ინფორმაცია არ მაქვს.

„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, შემთხვევით გავიგე წუხელ, გვიან. ტელევიზიაში უთქვამთ და დამირეკეს. ალბათ, გაკეთდება ახლა განცხადება, თვითონ მეუფე ჯერ არ პასუხობს, ვერ ვაწუხებ. მისი ექიმი არ ვარ, უბრალოდ ადამიანური ურთიერთობა მაქვს, მის ჯანმრთელობაზე ინფორმაცია არ მაქვს. თვითონ პოსტკოვიდურ მდგომარეობაში ვარ და სახლიდან ვმუშაობ, ამიტომ ვერც გეტყვით, ბოლოს როდის ვნახე. კარგად გრძნობს თავს. დავრეკე და მითხრეს, რომ აბსოლუტურად კარგად ბრძანდება. რაც მთავარია, ეს კი გავიგე, უამისოდ ვერ მოვისვენებდი და დანარჩენი არაფერი ვიცი. ეს ისტორია რა იყო, რა არის, არაფერი ვიცი“,- განუცხადა ცისანა შარტავამ პირველ არხს.

 

მეუფე შიოს დროთა განმავლობაში წამლავდნენ – ”რუსთავი 2”

მსგავსი თემები