,,გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის თემაზე ყოველგვარი კონსულტაციები გამორიცხულია.

,,აღარ არის უკვე საინტერესო, იმ ნაბიჯის ფონზე რაც უკვე გადაიდგა, შემდეგი ნაბიჯები აღარ არის საინტერესო. სამწუხარო რეალობაა. რა თქმა უნდა, სააკაშვილის საკითხზე ვერავითარი კონსულტაციების ვერ დაიწყება.  აბსოლუტურად გამორიცხულია კონსულტაციები სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების ნაბიჯი  შეურაცხმყოფელი, დასანანი და სამწუხაროა.

„ჩვენი ელჩი ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ტანკები მიმდგარი იყო კიევს, რჩებოდა კიევში, უკრაინის დედაქალაქში და ზრუნავდა ბევრ რამეზე, ჰუმანიტარული კუთხით, პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით მისი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გათვალისწინებით, უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის შეურაცხმყოფელი, ძალიან დასანანი და სამწუხარო, თუმცა ამის მიღმა ჩვენ არ ვაპირებთ მათ შორის არც კომენტარებით რეაგირებას, ჩვენ გვირჩევნია, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მსგავსი თემები