„ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთად გადადნობილ „ქართულ ოცნებას“- სალომე სამადაშვილი

,,ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას რომ მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთად გადადნობილ ქართულ ოცნებას, ბიძინიანად, ამას უნდა ხვდებოდეს, წესით,”- ამის შესახებ „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება – ბრიყვია.

„ევროპაში ზელენსკის ერთ სიტყვას რომ მეტი წონა აქვს, ვიდრე ერთად გადადნობილ „ქართულ ოცნებას“, ბიძინიანად, ამას უნდა ხვდებოდეს, წესით. ევროკავშირის მოთხოვნებს არ ასრულებენ, გეოპოლოტოკური მოსაზრებით ეგება გავძვრეთო – ზოგს მაინც ეიმედება კანდიდატის სტატუსის მიღება. გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება – ბრიყვია. და თუ ბრიყვი არ ხარ, ეს გესმის და მაინც აგინებ იმ კაცს, მაშინ რატომ გწყინს „რუსულ ოცნებას“ რომ გეძახიან?“, – წერს სამადაშვილი.

მსგავსი თემები