ჯო ბაიდენს სურს ნატო-ს მომავალი გენერალური მდივანი  ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს

,,ტელეგრაფის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სურს ნატო-ს მომავალი გენერალური მდივანი  ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტი ცდილობდა დაერწმუნებინა გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფონ დერ ლაიენი, რომ გახდეს სტოლტენბერგის შემცვლელი, რადგან შიშობს, რომ შესაფერისი კანდიდატი მომდევნო 12 თვეში არ გამოჩნდება.

გამოცემის წყაროს განცხადებით, ბაიდენმა და ფონ დერ ლაიენმა ბოლო წლების განმავლობაშიმჭიდრო ურთიერთობა დაამყარეს, რაც ხელს უწყობს ასევე მჭიდრო ტრანსატლანტიკურ კავშირებს ჩინეთთან, უკრაინასა და კლიმატთან დაკავშირებით.

სამშაბათს, ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ იენს სტოლტენბერგს, რომელიც 2014 წლის ოქტომბრიდან გენერალური მდივანი იყო, ალიანსს 2024 წლის შემოდგომამდე უხელმძღვანელებს ერთი წლით.

მსგავსი თემები