„პუტინმა შექმნა ურჩხული და ახლა მას ამ ურჩხულმა უკბინა”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, „ვაგნერის“ ჯგუფის მიერ გადატრიალების მცდელობამ აჩვენა რუსეთში არსებული რეჟიმის სისუსტე. მისი თქმით, ”ვაგნერის” ამბოხმა აჩვენა, რომ ეს სახელმწიფო ყველაზე დიდი საფრთხეა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.

„პუტინმა შექმნა ურჩხული და ახლა მას ამ ურჩხულმა უკბინა. ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა დაქირავებულმა ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა რეგულარულ სახელმწიფო ჯარს, აჩვენებს პუტინის რუსეთის პათოლოგიის მასშტაბებს“, – განაცხადა ბორელმა.

მსგავსი თემები