,,ზელენსკი მაგარ ტიპად მიმაჩნია, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება პოლიტიკური შეცდომაა”- ალეკო ელისაშილი

„მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ”მაგარ ტიპად” მიაჩნია, თუმცა მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური შეცდომაა.

ელისაშვილი თქმით, ზელენსკის არახამია ჰყავს საქართველოსთან დაკავშირებით მრჩეველი და ეტყობა, ის მხოლოდ სააკაშვილზე ელაპარაკება.

„ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი და ჩემთვის ძალიან მიუღებელი. ზელენსკი მაგარ ტიპად მიმაჩნია და მისით აღტაცებული ვარ, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური შეცდომა. კაცი სტრასბურგის გადაწყვეტილებას რომ წაიკითხავ, ეს არ უნდა გააკეთო, რადგან დიპლომატიურ ენაზე ელჩის გამოწვევის შემდეგ, ომი იწყება და ეს რაში სჭირდება არ ვიცი. რაში სჭირდება? – როგორც ჩანს, არახამია ჰყავს საქართველოსთან დაკავშირებით მრჩეველი და ეტყობა, ის მხოლოდ სააკაშვილზე ელაპარაკება. ზელენსკი კი ვერ ხედავს, რომ სააკაშვილის იქით არის საქართველო, რომელიც მას მხარს უჭერს. სხვათა შორის, ამას კრიტიკა უკრაინის შიგნითაც მოჰყვა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი თემები