რუსეთმა ომში დაახლოებით  231 700 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით,  რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით  231 700 ჯარისკაცი დაკარგა.

უწყების ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 231 700; ​ტანკი – 4 062; ჯავშანტექნიკა – 7 917; საარტილერიო სისტემა – 4 288; სარაკეტო სისტემა – 656; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 395; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 309; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 614; საკრუიზო რაკეტები – 1 264; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 865; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 598.

მსგავსი თემები